9 მილიონამდე ლარი პრემიის სახით - 14 მინისტრისა და მათი მოადგილეებისთვის

9 მილიონამდე ლარი პრემიის სახით - 14 მინისტრისა და მათი მოადგილეებისთვის

საჯარო ხდება მთავრობის წევრთა პრემიები. თითქმის 9 მილიონი ლარი 14 მინისტრისა და მათი მოადგილეებისთვის, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით - ასეთია 2013 წლის მონაცემები, რომლებსაც "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს. დიდი ოდენობით გაცემული სახელფასო დანამატის მხრივ, მინისტრების სამეულში ირაკლი ალასანია, პაატა ზაქარეიშვილი და გურამ ოდიშარია არიან. მოადგილეებზე გაცემული დანამატების მიხედვით კი ენერგეტიკისა და იუსტიციის სამინისტროები ლიდერობენ. მონაცემებმა აჩვენა, რომ გასულ წელს ყოველთვიურად მინისტრების მოადგილეები ხელფასის ორმაგ ოდენობას იღებდნენ. კვლევა იმ დოკუმენტაციის საფუძველზეა ჩატარებული, რომელიც ავტორებმა კონკრეტული სამინისტროებიდან გამოითხოვეს.