რეგიონის ქალაქებში კოალიცია ,,ქართული ოცნების” მიერ გამართულ ყრილობებზე მაჟორიტარი კანდიდატები ერთი და იგივე შინაარსის ტექსტებს კითხულობენ. ამის შესახებ ვიდეო-მასალები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გადაიღეს. შეკრებების ორგანიზატორ-წამყვანები და გამგებლობის კანდიდატები კითხვისას დაწერილ ტექსტებს თანმიმდევრულად ,,მისდევენ”.
Qartli.gE-ს ჟურნალისტებმა შეხვედრები ქარელში და კასპში გადაიღეს. ამ რაიონებში თვითმმართველობის მაჟორიტარი კანდიდატები უკვე ცნობილია. გორის მონაცემები კი 16 მაისს გახდება ცნობილი.