მართლმადიდებელთა კალენდარზე კიდევ ერთი თარიღი ჩნდება. პატრიარქის ინიციატივით, 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება.
თუმცა, ამ დღეს მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლას აღნიშნავს, რის გამოც პატრიარქის ინიციატივას ქართველ უფლებადამცველთა ერთი ნაწილი კრიტიკით ხვდება.
იმ ფონზე, რომ ქუჩში აქციის ჩატარება წელს არ იგეგმება, გასული წლების შეკრებების ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ინიციატივა ამჯერად განსხვავებულ მიზანს ემსახურება.