მაღალჩინოსნების ფარული სატელეფონო ჩანაწერები(VIDEO)

მაღალჩინოსნების ფარული სატელეფონო ჩანაწერები(VIDEO)

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბრების მცირე ამონარიდები გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს. კონკრეტულად, "რუსთავი 2"-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერის ფრაგმენტები, სადაც ერთმანეთთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და ბიზნესმენი, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, ასევე დავით უსუფაშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გიგა ბოკერია საუბრობენ. 

"ანონიმურმა წყარომ 2013 წელს გაკეთებული სატელეფონო ჩანაწერები მოგვაწოდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და სხვა პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ფიგურირებენ. ჩვენ მხოლოდ მტკიცებულებების სახით ამ საუბრების რამდენიმე მცირე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ, რათა ნათელი გახდეს, რომ მოსმენების პრობლემა ახლაც მასშტაბურია", - განაცხადა გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ.