იამაიკის კულინარულ ტრადიციებში ირეკლება კუნძულის მთელი ისტორია. აქ მჭიდროდაა გადახლართული ესპანური, ინგლისური, ინდური და ჩინური სამზარეულოების კომპონენტები. თუმცა იამაიკის სამზარეულოში ყველაზე მეტად აფრიკული მოტივები იგრძნობა. ასე მაგალითად მანიოკის მოყვანისა და დამზადების ტრადიცია ეკუთვნის არავაკების ტომებს. გამოყვანილი ხორცის, მფრინველის და თევზის სპეციფიური კერძები გამოიგონეს მარუნამის მონებმა.
ბოსტნეულის მრავალი კულტურა იამაიკაზე აფრიკიდან შემოვიდა. შავმა მონებმა ადგილობრივ სამზარეულოში შემოიღეს თავისი კულინარული საიდუმლოებები. მათი წყალობით იამაიკის სამზარეულოში გაჩნდა კერძი duckunoo - ბანანისა და ქოქოსის პუდინგი, რომელიც ორთქლზე მზადდება. ინგლისელებმა კი იამაიკელებს უსახსოვრეს ცნობილი ხორციანი ღვეზელი, რომელიც ახლა კუნძულის ყველა დიდ თუ პატარა გზისპირა რესტორანში იყიდება.
თხის ხორცისგან დამზადებული კარრის გამოჩენა თარიღდება 1845 წლით, როდესაც გაუქმდა მონობა და ადგილობრივმა პლანტატორებმა დაიწყეს ჩინეთიდან და ინდოეთიდან მუშების დაქირავება. სწორედ მაშინ იამაიკის კულინარულ პალიტრაში გამოჩნდა ისეთი საკაზმები როგორც კარი, რომლებმაც ტრადიციულ კერძებს მიანიჭეს ახალი, ეგზოტიკური გემო. დღეისათვის თხის ხორცისგან დამზადებული კარი - იამაიკის სამზარეულოს სავიზიტო ბარათია.
იამაიკელების კიდევ ერთი საყვარელი თხის ხორცის კერძი არის - Manish Water - იგი ძველისძველ კერძებს შორის ყველაზე ცნობილია.
Manish Water-ის გარეშე წარმოუდგენელია წვეულება თუ დღესასწაული. მას ამზადებენ თხის თავისა და კანჭებისგან, უმატებენ ბანანს, წიწაკას და თეთრ რომს.
იამაკის სამზარეულოში არის ასევე საკმაოდ კალორიული წვნიანი, რომელიც ვირთევზასგან მზადდება, მას Cows Cod ეწოდება და იგი მისწრება იყო სპორტსმენებისთვის და მეომრებისთვის ბრძოლის წინ, ვინაიდან ამტანობა და სიძლიერე გარანტირებული ჰქონდა ნებისმიერს, ვინც ამ წვნიანს დააგემოვნებდა.
იამაიკის ხილბოსტნეულის ბაზრობებზე ფართოდ გავრცელებული ბანანების, ქოქოსების და ანანასების გვერდით იყიდება ისეთი ეგზოტიკური ხილი, როგორიცაა: guineps, paw-paws, sweetsops და star apple, რომლებსაც გამოიყენებენ დესერტების დასამზადებლად. ამგვარ დესერტებს იამაიკელები "matrimony"-ს უწოდებენ, მათ ასევე უმატებენ შედედებულ რძესა და ციტრუსებს.
საკვებში ასევე იამაიკელი მზარეულები მოიხმარენ ახალგაზრდა calaloo-ს ფოთლებსა და ღეროებს, რომელიც გემოთი ისპანახს მოგაგონებთ. ჩვეულებრივ calaloo-ს ამატებენ წვნიანებსა და ბოსტნეულის ჩაშუშულში, ასევე ამ მცენარეს გამოიყენებენ რულეტების დასამზადებლად. ტრადიციული იამაიკური ხილი, რომელსაც თითქმის ყველა ნაციონალურ კერძში გამოიყენებენ არის აკი. ეს ხილი კუნძულზე დასავლეთ აფრიკიდან შემოიტანეს 1778 წელს. გემოთი აკი მოხარშულ კვერცხს წააგავს.
რაც შეეხება სუნელ სანელებლებს, ყველაზე მეტად გავრცელებული ინგრედიენტია იამაიკური წიწაკა, თუმცა მის გარდა ასევე მრავალ კერძში უმატებენ წიწაკა სკოტჩ ბონნეტს - ძალიან ცხარე პატარა ჩილის წიწაკას, ასევე ნიორს, კოჭას და ინდურ კაკალს, ეს სუნელ-სანელებლები გამოიყენება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ცნობილი იამაიკური სოუსის შემადგენლობაში, ამ სოუსს Pickapeppa Sauce ეწოდება და მისი რეცეპტი გასაიდუმლოებულია.
შებოლილი ხორცისა და თევზისგან დამზადებული დელიკატესები კი კუნძულის მაცხოვრებლების უსაყვარლესი, რჩეული კერძებია. იამაიკის სამხრეთ სანაპიროზე ამზადებენ შებოლილ ან გამომშრალ კრევეტებს წიწაკით, ღვეზელს მარილიანი თევზით, ასევე თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეიძლება წააწყდეთ ქოქოსის რძეში ტომატით, ხახვით და სუნელებით მოთუშულ თევზს, ამ კერძს მოგართმევენ ბატატით ან მწვანე ბანანებით. კუნძულის ცნობილ ფეშენებელურ რესტორნებში კი შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ უფრო ნატიფი მენიუ, მაგალითად შეგიძლიათ შეუკვეთოთ გოჭი გრილზე, ციკნის მოთუშული ხორცი გუაიავათი ან შებოლილი თევზი მანგოს მარინადში.