რა რეაქციები მოჰყვება ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვის მინისტრის წინადადებას, რომელიც საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განლაგებას გულისხმობს - საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება. თუმცა ალიანსიდან უკვე არსებობს მზაობა, რომ ირაკლი ალასანიას მიერ ვაშინგტონში გაჟღერებული შეთავაზება, აუცილებლად განიხილება.
მანამდე კი საჰაერო თავადცვითი სისტემის შესაძლო განთავსებას ქართველი ექსპერტები ეხმიანებიან, რომლებიც ინიციატივას დროულს უწოდებენ - განსაკუთრებით უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე. ექსპერტები თანხმდებიან, რომ თავდაცვის მინისტრის შეთავაზებაზე ნატო-ს რეაქცია უკრაინული მოვლენების სცენარზე იქნება დამოკიდებული.