საქართველო ნატო-ს ანტისარაკეტო სისტემის დამონტაჟებას სთხოვს, - ეს ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში მიმდინარე ატლანტიკური საბჭოს პანელში მონაწილეობის დროს გააჟღერა.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოში ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების განთავსება მნიშვნელოვანია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივას თბილისში ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ეხმაურება. ჯეიმს აპატურაის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საკითხს აუცილებლად განიხილავს.