საინტერესო რეალობა...

საინტერესო რეალობა...

ავსტრალიაში ორჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე კენგურუ.

თავის დროზე სტივ ჯობსმა ათი „მერსედესის“ კლასის ავტომობილი მხოლოდ იმიტომ გამოიცვალა, რომ უნომრო ავტომობილით სეირნობა მოსწონდა. ყოველი ექვსი თვის შემდეგ ის აბარებდა  მაღაზიაში ძველ ავტოს და ახალი გამოჰყავდა - კალიფორნიის კანონმდებლობით, უნომრო მანქანით სიარული მხოლოდ 6 თვე შეიძლება.

2013 წლის ზამთარში სამეფო ბაზრობაზე განსაკუთრებულ ფასად - 1 300 000 დოლარად გაიყიდა ჰოლშტონური ჯიშის ძროხა, რაც ფანტასტიკურად დიდი თანხაა.

ამერიკაში ძირითადი გზატკეცილები დუაიტ ეიზენჰაუერის გეგმის მიხედვით არის აშენებული. ის მოითხოვდა, რომ გზის ყოველი მეხუთე მილის შემდეგ ერთი მილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად სწორი, რათა, ომიანობის შემთხვევაში, ის ასაფრენ ბილიკად გამომდგარიყო.

ზუსტად ერთ ტონას იწონის ყველაზე დიდი ოქროს მონეტა, რომელიც ავსტრალიაში ჩამოასხეს. ის სპეციალურად გამოუშვეს სახელმწიფოთა მეთაურების ნაციონალურ შეხვედრაზე და 53,5 მილიონი ავსტრალიური დოლარი ღირს.

ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში, კენტის საგრაფოს ერთ-ერთ ნუდისტურ პლაჟზე, მეორე მსოფლიო ომის დროიდან შემორჩენილი 61 ცალი მოქმედი ბომბი იპოვეს.