რომელ ადამიანებს ემუქრებათ დაღლის სინდრომით დაავადება

რომელ ადამიანებს ემუქრებათ დაღლის სინდრომით დაავადება

ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადების ძირითადი და მთავარი სიმპტომია მუდმივი სისუსტე და სწრაფი დაღლა. ამ სინდრომით დაავადებულებს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის აქტივობა უქვეითდებათ.

ეს ჰორმონი დიდ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმზე სტრესის ზემოქმედების რეაქციის დროს. მისი მეტაბოლურობის შემცირება კი საერთო ფიზიკურ აქტივობას აქვეითებს.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომით ავადდება ის, ვისაც დიდი სტრესი აქვს გადატანილი, ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ სინდრომის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ამ ჰორმონის აქტივობის დაქვეითება იყოს. თუმცა, დღემდე, მეცნიერები და ექიმები ამის გამომწვევ მიზეზად ადამიანის იმუნური სისტემის დაქვეითებას მიიჩნევენ.

ქრონიკულ დაღლილობას ბევრი მიზეზი ახლავს თან, მისი განკურნება კი არც ისე ადვილია. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ და გადაღალოთ როგორც ორგანიზმი, ასევე, ტვინი და დროდადრო დასვენებაც მოახერხეთ.