დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირების ფიზიკური ლიკვიდაციის გამო ეშინია - ამის შესახებ "მოამბეს" ახალაიას ბერძენმა ადვოკატმა უამბო. კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი საბერძნეთის ქალაქ პატრას სასამართლოში ჯერ არ ჩანიშნულა. ბერძნული მხარე საქართველოს პროკურატურისგან მასალებს ელოდება. ახალაია ციხეში უკვე მოინახულა ბერძენმა ადვოკატმა.
ერთსაათიანი აუდიენციის შემდეგ ადვოკატმა "მოამბეს" საუბრის დეტალები გაუზიარა. არ არის გამორიცხული ახალაიას დაცვის მხარემ ბერძნულ სასამართლოს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართოს.