გულიკო ზუმბაძე კახაბერ ფირუაშვილის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს

გულიკო ზუმბაძე კახაბერ ფირუაშვილის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს

კახა ფირუაშვილის განცხადებას საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება–თბილისელები“ თავმჯდომარე გამოეხმაურა.

გულიკო ზუმბაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ე.წ. ,,ხრუშჩოვკებთან’’ დაკავშირებული მემორანდუმი საკუთრივ პროექტის  არსებობის თაობაზე სერიოზულ ეჭვებს ბადებს.

მისი აზრით, სხვა შემთხვევაში, ეს ინიციატივა საზოგადოებისთვის უნდა ყოფილიყო ცნობილი და ამასთან, ფართო განხილვის საგანიც უნდა გამხდარიყო.

ფრაქციის თავმჯდომარე საკუთარი ფრაქციის წევრის განცხადებას თითიდან გამოწოვილსა და არაადეკვატურს უწოდებს.

მისივე ინფორმაციით, კახაბერ ფირუაშვილი ფრაქციის დატოვებით ჯერ კიდევ ირაკლი შიხიაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის დროს იმუქრებიდა, რადგან ახალი უმრავლესობიდან მის თავმჯდომარედ არჩევას ერთადერთმა დეპუტატმა, გულიკო ზუმბაძემ არ მისცა ხმა.

გულიკო ზუმბაძე ასევე მიიჩნევს, რომ ფრაქციის შესაძლო დაშლა მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილებას არანაირად არ შეზღუდავს, პირიქით,  გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას მისი ქმედებები ბევრად თავისუფალი იქნება, თუმცა მისივე აზრით, ეხლა ამის დრო არ არის, რადგან  საკრებულოში ამ ეტაპზე უმრავლესობის სერიოზული კრიზისია და არჩევნებამდე ორი თვით ადრე არც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი და არც ახალი უმრავლესობის შექმნაა გამორიცხული.