კახაბერ ფირუაშვილი ფრაქციის ,,ქართული ოცნება–თბილისელები“ შესაძლო დატოვებას არ გამორიცხავს

კახაბერ ფირუაშვილი ფრაქციის ,,ქართული ოცნება–თბილისელები“ შესაძლო დატოვებას არ გამორიცხავს

საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება–თბილისელები“ თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას ამავე ფრაქციის წევრი კახაბერ ფირუაშვილი გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, გულიკო ზუმბაძემ გუშინ  განცხადება მემორანდუმის შესახებ, ასევე საკრებულოს მოქმედი თავჯდომარის წინააღმდეგაც გააკეთა და აღნიშნა, რომ თითქოსდა, შიხიაშვილი  რაღაც კორუფციულ გარიგებებშია ჩართული.

კახა ფირუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას ქალბატონ გულიკოსთან დაკავშირების მცდელობა გუშინვე ჰქონდა, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარემ მის სატელეფონო ზარებს პასუხი არ გასცა და შესაბამისად, ვერც ფრაქციის წევრების შეკრება იქნა მიღწეული.

,,ამიტომ რადგან ჩვენი ურთიერთობის ფორმა საჯარო გახდა, მეც ასევე საჯაროდ ვითხოვ განმარტებას იმის თაობაზე, თუ რა იგულისხმა მან კორუფციულ გარიგებასა და თაღლითობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მე დავტოვებ აღნიშნულ ფრაქციას’’,–განაცხადა ფირუაშვილმა.

როგორც საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ გუშინ “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარე საეჭვო გარიგებაში  აღმოჩნდა ჩართული.

მისივე თქმით, აღნიშნული არაბული კომპანიის შესახებ ინფორმაცია ძალიან ბუნდოვანი იყო და ეს “ძალიან ჰგავდა თაღლითურ სქემას”.

ზუმბაძემ ასევე  აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად, ორ-სამ მასთან დაახლოებულ დეპუტატთან შეთანხმებით მიიღო.