იმისთვის, რომ მალე არ დათვრეთ...

იმისთვის, რომ მალე არ დათვრეთ...

ყველა მსმელმა უნდა იცოდეს თავისი დოზა, კერძოდ, სასმლის დოზა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის წონას. ანუ, ადამიანმა, რომელიც იწონის 70-75 კილოგრამს, არ უნდა დალიოს ნახევარ ლიტრზე მეტი არაყი.

ასევე, თრობის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ალკოჰოლდეჰოდროჰენაზების რაოდენობაზე, ანუ სისხლში არსებული სპირტის გადამმუშავებელ ფერმენტებზე. ამ ფერმენტების რაოდენობა მას შემდეგ იმატებს, რაც ორგანიზმში ალკოჰოლი ხვდება.

იმისთვის, რომ მალე არ დათვრეთ, სუფრასთან დაჯდომამდე დაახლოებით ოთხი საათით ადრე, დალიეთ ცოტაოდენი სპირტიანი სასმელი და მსუბუქად წაიხემსეთ - ამით თქვენს ორგანიზმს წინასწარ განაწყობთ საქეიფოდ და ის ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებასაც აიტანს.

სუფრასთან დაჯდომამდე ლიმონიანი ჩაის ან ყავის დალევაც კარგია - ეს ანეიტრალებს ალკოჰოლს. ასევე, შეგიძლიათ, ეს სასმელები ქეიფის პროცესშიც დალიოთ, რადგან მალე გამოფხიზლებას უწყობს ხელს.

გირჩევთ, ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა ხარისხისა და სახეობის სასმელს. ალკოჰოლური სასმელების ნარევი უფრო მეტად ათრობს ადამიანს, ვიდრე ერთი სახის სასმლის დიდი დოზა.

თუ მაინცდამაინც გიწევთ სასმლის არევა, მაშინ, სმა ნაკლებგრადუსიანი სასმლით დაიწყეთ და აუცილებლად მიაყოლეთ რაიმე საჭმელი. ნოყიერი და მსუყე კერძი, განსაკუთრებით - ხორცეული, მნიშვნელოვნად აფერხებს თრობის პროცესს. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ცხიმიანი საკვების მიღებით ალკოჰოლის ზემოქმედება კი არ ნეიტრალდება, არამედ, უბრალოდ, გარკვეული დროით ფერხდება.