'ფულს არ გადავიხდი და ციხეში ჩავჯდები' - ირაკლი კაკაბაძე (ვიდეო)

'ფულს არ გადავიხდი და ციხეში ჩავჯდები' - ირაკლი კაკაბაძე (ვიდეო)

ირაკლი კაკაბაძე დიღმის მთავარ სამმართველოში დაიბარეს.

როგორც კაკაბაძემ „სამოქალაქო პრესას“განუცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია სამმართველოში დაბარების მიზეზი, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ საქმე დათა ახალაიას ადვოკატთან მომხდარ ინციდენტს ეხებოდეს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ბოდიშის მოხდას ის არ აპირებს.  

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს თბილისისსაქალაქო სასამართლოშისანდრო გირგვლიანის საქმის დასრულების შემდეგ სასამართლოში ინციდენტს ჰქონდა ადგილი.


როგორც დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, ირაკლი კაკაბაძემ მას სახეში შეაფურთხა.