გადაღლასა და დაძაბულობას ბროწეული მოგიხსნით

გადაღლასა და დაძაბულობას ბროწეული მოგიხსნით

კარგი გუნება-განწყობისა და სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებლად აკონტროლეთ წნევა, სისხლძარღვების ჯანმრთელობა და წონა.

გადაღლა, სტრესი და არასწორი კვება ცვეთს სისხლძარღვებს, უკარგავს ელასტიკურობას, იხშობა წვრილი ძარღვები, რასაც სპაზმები, თავის ტკივილი და მთელი რიგი უსიამოვნებები მოსდევს.

ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ინსულტის რისკ-ფაქტორებს შორის პირველ ადგილზე ჰიპერტონია დგას.

კოორდინაციის დაკარგვის, თავბრუხვევის, თავის ტვინის სპაზმების დროს უნდა მიიღოთ მცენარეებზე დამზადებული წამლები, რომლებიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, წნევას, წმენდს კაპილარებს ცხიმოვანი დანალექებისგან, აღადგენს ძარღვების ელასტიკურობას და ასე შემდეგ.

დაძაბულობისა და გადაღლის დროს უნდა მიირთვათ ბროწეული, ანანასი, ავოკადო, ხორბლის ღერღილის ნაწარმი, ბევრი ხილი და ბოსტნეული.

C ვიტამინი, რომელსაც უხვად შეიცავს ფორთოხალი და გრეიპფრუტი, წმენდს ტვინის სისხლძარღვებს. კვებით რაციონში აუცილებლად ჩართეთ მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ზღვის პროდუქტებიც, რადგან ისინი აუმჯობესებენ ადამიანის გონებრივ აქტივობას.