დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი კოღოა საჭირო, რომ თქვენი ორგანიზმიდან მთელი სისხლი გამოწოვოს.

ბუენოს-აირესში გამართულ აუქციონზე, ყველას გასაოცრად, არ გაიყიდა მერლინ მონროს ეროტიკული ვიდეო. მის მფლობელს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მინიმუმ 480 000 დოლარს გადაუხდიდნენ.

ახალ ზელანდიაში მთავრობამ სპეციალურად გამოაქვეყნა დეკრეტი, რომლის თანახმად, მოსახლეობას ეკრძალება შვილებისთვის შემდეგი სახელების დარქმევა. ესენია: ლუციფერი, ჰიტლერი, მესია, სამართლიანობა და მოსამართლე; ასევე, მსაჯი და კიდევ 96 მსგავსი დასახელება.

ღვინის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ბოთლი 75 000 დოლარად გაიყიდა. ბოთლის წლოვანება ორ ასეულ წელს ითვლის.

ყოველდღიურად 10 000 000 ჩხირი იგზავნება ჩინეთში, რომლებიც იქ ჩანგლის მაგივრობას წევენ.

იაპონიაში ფსიქიკური აშლილობით დაავადებულ ბავშვებს რეაბილიტაციის ცენტრებში რობოტი-სელაპები მოემსახურებიან.

სამხრეთ აფრიკაში ისე სჯერათ ბოროტი სულებისა და მოჩვენებების, რომ, მორგში შემთხვევით მიყვანილმა დაზარალებულმა, რომელიც ავტოკატასტროფაში დაღუპული ეგონათ, ოხვრა-კვნესაში 24 საათი გაატარა. ის შველას ითხოვდა, მაგრამ, ყურადღება არავინ მიაქცია, რადგან გარდაცვლილის სულის გამოძახილი ეგონათ.