აქნილი ქათამი შუშეთ კარაქით ან ერბოთი, დაამატეთ 1-2 ს/კ წყალი. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ხრაკეთ გაოქროსფრებამდე. დაასხით პურის ფქვილარეული არაჟანი და 10 წუთი შუშეთ.
შემდეგ, 20 წუთით შედგით ღუმელში. მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე დაუმატეთ მარილი, თბილ წყალში გახსნილი დანაყილი ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, წმინდად დაჭრილი ოხრახუში, ქონდარი და თავდახურული შუშეთ გამზადებამდე.
ინგრედიენტები:
1 ქათამი
50 გ ერბო ან კარაქი,
2-3 თავი ხახვი,
150 გ ფქვილი,
200 გ არაჟანი,
მარილი,
100-150 გ ნიგოზი,
2-3 კბილი ნიორი,
წიწაკა,
ოხრახუში,
ქონდარი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: თავკვერი.