ჰაკერები - ომი ინტერნეტში

ჰაკერები - ომი ინტერნეტში

ჰაკერების შესაძლებლობები და ნიჭიერება სცილდება ყოველგვარ საზღვრებს - მათ ამერიკის თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაშიც კი შეაღწიეს. მოპარულია ათასობით საიდუმლო დოკუმენტი. პენტაგონი განგაშს ტეხს და იმუქრება, რომ ვირტუალურ შპიონაჟს ნამდვილ რაკეტებს დაუპირისპირებს.

რამდენიმე წლის წინ, მარტში ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ჰაკერული თავდასხმა მოხდა. საუბარია სწორედ პენტაგონის საიტებიდან 24 ათასი ფაილის გატანაზე. ძარცვა ვირტუალური იყო, მაგრამ, ეს მის სერიოზულობას არ ამცირებს. პენტაგონის საიტებზე თავდასხმა საკმაოდ ხშირია.

გასულ წელს გატეხეს სამხედრო მოსამსახურეთა პირადი ბაზა და 90 000 ამერიკელი სამხედროს პირადი მონაცემები საჯარო გახდა.

ცოტა ხნის წინ იყო მცდელობა, გაეტეხათ ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის „ლოკედ მარტინის” საიტი, რომელიც პენტაგონისთვის აეროკოსმოსურ ტექნიკას აწარმოებს.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ, კომპიუტერული სისტემების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა დიდი თანხის გამოყოფა.

ოცდამეერთე საუკუნეში ბიტები და ბაიტები ტყვიებზე და ბომბებზე საშიშია. საკმარისია კომპიუტერის კლავიშებზე ერთი თითის დაჭერა, რომ ძალიან სერიოზულ შედეგებამდე მივიდეთ, ანუ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი ჰაკერების სინდისზე აღმოჩნდეს.