ჯოდი ფოსტერი მეგობარ ქალს ცოლად გაჰყვა

ჯოდი ფოსტერი მეგობარ ქალს ცოლად გაჰყვა

 ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ჯოდი ფოსტერი ცოლად გაჰყვა მეგობარ ქალს, 44 წლის ფოტოგრაფ ალექსანდრა ჰედისონს, – ამის შესახებ გამომცემლობა “E! Online” წერს. მსახიობის წარმომადგენელმა ჯენიფერ ელენმა გამომცემლობას ინფორმაცია დაუდასტურა, რომ ფოსტერისა და ჰეიდსონის ქორწილი გასულ ზაფხულს გაიმართა, თუმცა  სად შედგა ქორწილი, ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ორი „ოსკარის“ მფლობელმა ფოსტერმა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2013 წლის იანვარში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.