უკრაინის უშიშროების სამსახურმა მორიგი სკანდალური სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა (VIDEO)

უკრაინის უშიშროების სამსახურმა მორიგი სკანდალური სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა (VIDEO)

უკრაინის უშიშროების სამსახურმა მორგი სკანდალური სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.  მასალაში აღნიშნულია, რომ 17 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცემა იგორ ბეზლერმა, მეტსახელად "ბესმა", გორლოვკის მილიციის თვითგამოცხადებულ უფროსს, ადგილობრივი დეპუტატის ვლადიმერ რიბაკის ლიკვიდაცია დაავალა. ინფორმაციას სააგენტო "უნიანი" ავრცელებს. 

ბეზლერი დაჯგუფების წევრებს დეპუტატის გატაცების ბრძანებს აძლევს, რომლის თანახმად გატაცებული დეპუტატი მანქანაში უნდა ჩაესვათ და დათქმულ ადგილას უნდა მიეყვანათ, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცერმა იგორ სტრელკოვმა, მეტსახელად "სტრელკამ" გასცა განკარგულება გატაცებული რიბაკის სლავიანსკის სეპარატისტების შტაბში მიყვანის შესახებ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  20 აპრილს სტრელკოვმა სლავიანსკის თვითგამოცხადებულ მერს ვიაჩესლავ პანამარიოვს მისცა დავალება მოკლული რიბაკის ცხედარი შენობიდან გაეტანა.