რუსული ჯავშანტექნიკა უკრაინის საზღვრებთან გამოჩნდა(VIDEO)

რუსული ჯავშანტექნიკა უკრაინის საზღვრებთან გამოჩნდა(VIDEO)

რუსული ჯავშანტექნიკა უკრაინის საზღვრებისკენ დაიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო bloknot.ru ავრცელებს. მედიის ინფორმაციით როსტოვის რაიონში უკრაინის საზღვრის მიმართულებით ფედერალურ ტრასაზე რუსული მძიმე ჯავშანტექნიკა გადაადგილდება.  მათ უკრაინის საზღვართან 100 კილომეტრზე ნაკლები აშორებს. სლავიანსკსა და სვიატოგორსკს შორის შეიარაღებული პირები დააფიქსირეს, რომლებიც ადგილობრივი თავდაცვის მობილური ჯგუფის წევრები არიან.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის შინაგანმა ჯარებმა მარიუპოლის მერიის შენობა სეპარატისტული ჯგუფებისგან უკვე გაათავისუფლეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა.