მკურნალი სანელებლები

მკურნალი სანელებლები

სანელებლებს სამკურნალო მიზნით ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან იყენებდნენ.

ვანილი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აქვს მასტიმულირებელი თვისებები. მას ინტენსიურად იყენებენ ჰომეოპათიაში.

ანისული აძლიერებს მადას, კარგია გინეკოლოგიური დაავადებებისა და გაციების დროს.

მიხაკი ძლიერი ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა ინფექციური დაავადებების დროს.

დარიჩინი გამოიყენება გაციების დროს, ინჰალაციისთვის, ასევე, კარგია კუჭის დაავადებების შემთხვევაშიც.

ილი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, კვებავს სისხლის პლაზმას, ძვლის ტვინს, ნერვულ უჯრედებს. აუმჯობესებს მადას.

ქინძი ამაგრებს გულს, ორგანიზმს ჰმატებს ენერგიას.

კოჭა აძლიერებს მადას, ათბობს სისხლსა და კუჭს. ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს მეხსიერებას.

დაფნა ამაღლებს იმუნიტეტს. მისი ნაყენი აუმჯობესებს სუნთქვას და ხსნის დაღლილობას.

წიწაკას აქვს გამაჯანსაღებელი თვისება, წმენდს სისხლს, აუმჯობესებს მის მიმოქცევას, აჩერებს შიდა სისხლდენას.