იქ ყველაზე სანუკვარი სურვილიც კი სრულდება! ყოველ შემთხვევაში, დედამიწაზე არის ადგილები, სადაც ადამიანები ამის რწმენით დადიან.
1. დელის სვეტი დელიში - მთლიანად რკინისგან გაკეთებული, შვიდმეტრიანი კოლონა. ამბობენ, რომ ის ჯანმრთელობის მომნიჭებელია. ადგილობრივებს სწამთ, რომ, თუ სნეული მას ზურგით მიეყრდნობა და ხელებს შემოხვევს, ყველა დაავადებისგან განიკურნება.
2. ლუქსორი - ეგვიპტეში. ძველეგვიპტელებს სწრაფმავალი ხოჭო წმიდა არსებად მიაჩნდათ. დღეს მის გრანიტის სტატუეტს განსაკუთრებით ბევრი მნახველი ჰყავს. თუ მას საათის ისრების საწინააღმდეგო მიმართულებით სამჯერ შემოუვლი - გამდიდრდებით, თუ ცხრაჯერ - სიყვარულში გაგიმართლებთ.
3. პარიზი - სიყვარულის კედელი: ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“ ამ კედელზე 311 ენაზეა დაწერილი, მათ შორის ჟესტების ენაზეც კი. კედლის ფართობი 40 კვადრატული მეტრია - საუკეთესო ფონი სიყვარულის ასახსნელად.
4. ჯულიეტას ქანდაკება ვერონაში (იტალია) - იმ სახლის ეზოში, სადაც ყველაზე ძლიერად შეყვარებული გოგონა ცხოვრობდა, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან შეყვარებულები. სახლის აივნის ქვეშ კოცნა თქვენს სიყვარულს სამარადისოს გახდის. იმასაც კი გაუმართლებს სიყვარულში, ვისაც მანამდე არასოდეს გამართლებია.
5. „ჩიჟიკ-პიჟიკი“ სანკტ-პეტერბურგში - პაწაწინა ქანდაკების სიგრძე მხოლოდ 11 სანტიმეტრია, სამაგიეროდ, 5 კილოგრამს იწონის. ის ბრინჯაოსგან არის ჩამოსხმული, ზის შადრევნის ქვეშ და სანუკვარ სურვილს შეუსრულებს იმას, ვინც მოახერხებს და მონეტას პირდაპირ ფეხებთან დაუგდებს.
6. „ფულის მუხა“ - კუნძულ მარიზე (შოტლანდია). თუ ამ ხის ფესვებთან მონეტას ჩამარხავთ, გაგამდიდრებთ. ბედნიერი მუხის ფესვები დიდი ხანია, აივსო მონეტებით. მათ შორის ყველაზე ძველი 1828 წლითაა დათარიღებული.
7. „სურვილის თაღები“ - სტამბული. სოფიის ტაძარში, ჩრდილოეთის ნიშაში არის „მტირალი სვეტები“. სურვილი რომ ჩაიფიქროთ, რიტუალი უნდა შეასრულოთ: ერთ-ერთი სვეტის ღრმულში საჩვენებელი თითი უნდა შეყოთ და 360 გრადუსით შემოატრიალოთ.