პოპულარული ამერიკული ტელეაკადემია – “ემის“ ხელმძღვანელებმა ბევრი სჯა–ბაასის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ გააერთიანონ ორი ნომინაცია და სხვადასხვა ნომინაციებში ორი ჯილდოს ნაცვლად ერთი ჯილდო დააწესონ. ამჟამად “ემის“ ბოსების“ მზერა მინისერიალებსა და სატელევიზიო ფილმებს მისწვდა. ამ ნომინაციებზე ამიერიდან მხოლოდ ერთი “ემი“ გაიცემა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ბოლო წლებში მინისერიალების რაოდენობის ნაკლებობა კატეგორიაში “საუკეთესო მინისერიალი“. 2010 წელს ამ პრიზის მოსაპოვებლად იბრძოდა მხოლოდ ორი მინისერიალი “კრენფორდი“, რომელიც გამოვიდა დიდ ბრიტანეთში 2007 წელს და “წყნარი ოკეანე“, რომელმაც მიიღო პრიზი.
2010 წელს “ემის“ ცერემონია გაიმართა 29 აგვისტოს ლოს-ანჯელესში. ეს პრემია არის “ოსკარის“ ანალოგი მსოფლიო ტელეგადაცემებში.