სააღდგომო წირვა ბაზა ,,ლეზერნიკზე (ვიდეო)

სააღდგომო წირვა ბაზა ,,ლეზერნიკზე (ვიდეო)

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „ლეზერნეკზე“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენ.შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 31-ე და 23-ე ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა.

ბაზა „ლეზერნეკზე“ დისლოცირებულ ქართველ ჯარისკაცებს აღდგომა, II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ და სპეციალური ძალების მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემაც მიულოცეს.
ქართული დელეგაცია აღდგომის ლიტურგიას ბაზა „ლეზერნეკზე“ ქართულ სამლოცველოში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად დაესწრო. საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა მამა ავთანდილმა აღავლინა. დელეგაციის წევრებმა ბატალიონის ჯარისკაცებს საჩუქრად სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები ჩაუტანეს.

ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ISAF -ის ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარებაა.