საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები

კონიაკის დასაძველებლად გამოსაყენებელ სპეციალურ კასრებს არ რეცხავენ, მას ორთქლში ატარებენ.

„სამყარო ძლიერ შეიცვალა, ყველას უნდა, წიგნები წეროს და შვილებიც არ უჯერებენ თავიანთ მშობლებს“, – ასე წერია ძველ ეგვიპტურ პაპირუსებში.

1603 წლიდან მოხდა ვარსკვლავების კლასიფიკაცია მათი სიკაშკაშის მიხედვით და შესაბამისად დაერქვა: ალფა, ბეტა, გამა და ასე შემდეგ. თუმცა, ვარსკვლავების სიკაშკაშე დროთა განმავლობაში იცვლება, შესაბამისად, იცვლება მათი ადგილებიც კლასიფიკაციაში.

კუნძულ იავაზე გამოსცეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ახალდაქორწინებულები ვალდებული არიან, დარგონ ნაყოფის მომცემი ხე. მეორედ დაქორწინებულები სამ ხეს რგავენ. 5 ხეს  რგავენ წყვილები განქორწინების შემთხვევაში.

ჩვიდმეტი წლის ფინელმა ბიჭუნამ, ჰარი პელიონრამ მიიღო უფასო საგზური ლაპლანდიის ერთ-ერთ კურორტზე. ეს  ჯილდო ტრადიციულ შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის მოიგო, სადაც მან 5 წუთში 21 კოღო მოკლა.

„იაპონელი“ - ასე დაარქვეს 71-კილოგრამიან, თვითნაბად ოქროს ზოდს, რომელიც 1901 წელს კუნძულ ჰოკაიდოზე იპოვეს. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ნაპოვნია 10 ათასი ასეთი დიდი წონის თვითნაბადი ოქროს ზოდი.

გერმანიის ქალაქ ტორგაუში ლუდის ბარის მეპატრონემ მომწვანო-მოყავისფრო, კაქტუსის ფორმის, 2,5 მეტრის სიმაღლის კოშკი ააგო, რაზეც 4 400 ლუდის ქილა დახარჯა. ეს კოშკი მისი ბარის სიმბოლოდ იქცა.