ეს სიმართლეა...

ეს სიმართლეა...

თხუთმეტჯერ მოკვდა ეკრანზე რობერტ დე ნირო. მისი რანგის ვარსკვლავთა შორის ჰოლივუდში ეს რეკორდია, რომელიც ჯერ ვერავინ მოხსნა.

გაქარწყლდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სილამაზე და ჭკუა ერთმანეთთან კონფლიქტშია. 52 000 დაკვირვების სუბიექტი და მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ელეგანტურ, მიმზიდველ მამაკაცებს ინტელექტი და გონებრივი შესაძლებლობები 13,6 პუნქტით მაღალი აქვთ თავიანთ შეუხედავ თანამოძმეებთან შედარებით, ქალებს კი - 11,4 პუნქტით.

ენდი ურჰოლის მიერ შესრულებულ, მაო ძედუნის პორტრეტში, რომელსაც ორჯერ ესროლა მსახიობმა დენის ჰოფერმა, ერთმა კოლექციონერმა 302 500 დოლარი გადაიხადა.

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე მილიარდერების რაოდენობა 705 ადამიანით გაიზარდა. სამაგიეროდ, უფრო მოიმატა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვმაც - მან 68 მილიონი შეადგინა.

ჩვენი პლანეტის ქალების 78 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ყველა მამაკაცი მოღალატეა და არც ერთი კაცი ხელსაყრელ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებს. მხოლოდ ორი პროცენტი ამბობს, რომ ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაბედავს, მას უღალატოს (ანუ, ეს ორი პროცენტიც არ უარყოფს, რომ ყველა კაცს აქვს ღალატის სურვილი).