ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც, აქამდე ცნობილი პლანეტებისგან განსხვავებით, ძალიან ჰგავს დედამიწას.
პლანეტა, რომელმაც უკვე მიიღო სახელწოდება "კეპლერ – 186F" - ე.წ. საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს, ანუ სივრცის იმ ნაწილში, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ პლანეტაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იყოს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ პლანეტაზე შესაძლოა იყოს წყალი – რაც ცოცხალი ორგანიზმების არსებობის აუცილებელი პირობაა. ამის მიუხედავად, კეპლერის ატმოსფეროს შესწავლა უახლოეს დროში, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება, რადგან ის დედამიწისგან 500 სინათლის წლით არის დაშორებული.