საუკუნის ბოლოსთვის დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდს გადააჭარბებს

საუკუნის ბოლოსთვის დედამიწის მოსახლეობა 10 მილიარდს გადააჭარბებს

ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა 2050 წელს, თანახმად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზისა, 9 მილიარდ ადამიანს გადააჭარბებს, ხოლო ამ საუკუნის ბოლოსთვის დედამიწაზე 10,1 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.

მკვლევართა აზრით, უკვე მიმდინარე წელს, დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდს გადააჭარბებს, ხოლო 2023 წლისთვის ეს რიცხვი 8 მილიარდი იქნება. 2041 წლისთვის მსოფლიოში 9 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, 2081 წელს კი - უკვე 10 მილიარდი.

ასეთი მაჩვენებლები შესაძლებელია მსოფლიოში დემოგრაფიული განვითარების ტენდენციის საშუალო მატების სცენარის შემთხვევაში. ამავე დროს, მოსახლეობის ძირითადი მატება მოსალოდნელი იქნება იმ ქვეყნებში, სადაც შობადობა ძალზედ მაღალია. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება: ძირითადად, აფრიკის ქვეყნები, აგრეთვე, აზიის ზოგიერთი ქვეყანა, ლათინურ-ამერიკული სახელმწიფოები და ევროპის ყველა ქვეყანა. ამ ქვეყნებში, აგრეთვე, შეიმჩნევა მოსახლეობის სწრაფი დაბერება.

მოსახლეობის დიდი მატების სცენარის შემთხვევაში, 2100 წლისთვის შეიძლება იცხოვროს 15,8 მილიარდმა ადამიანმა, ხოლო, თუ მოსახლეობის მატება შენარჩუნდება მინიმალურ დონეზე, მაშინ დედამიწის მცხოვრებთა რიცხვმა, შეიძლება, დაიკლოს კიდეც და 6,2 მილიარდი გახდეს.