ირაკლი შიხიაშვილი დღეს ერაყის რეგიონალური მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა

ირაკლი შიხიაშვილი დღეს ერაყის რეგიონალური მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა

მიმდინარე წლის 16 აპრილს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა  ერაყის რეგიონალური მთავრობის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს კომპანიების რეგისტრაციის და დირექტორატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, კოვან ჯალალთან გამართა შეხვედრა.

აღნიშნულ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა, მხარეებმა ქვეყნების დედაქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივ თანამშრომლობის ისეთ სფეროებში განვითარებას, როგორიცაა ვაჭრობა, მეცნიერება, სპორტი, კულტურა, სტუდენტების ურთიერთგაცვლითი პროგრამები და სხვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ასევე  ორ ქვეყანაში მიმდინარე თვითმმართველობის საარჩევნო პროცესზე და სამომავლო ვიზიტებზე ისაუბრეს.