სოფელ აძვიდან რუსმა ოკუპანტებმა ქართველი ჟურნალისტები გაიტაცეს. ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფის სამი წევრი ოკუპანტებმა ქართველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.
მათთან კონტაქტზე გასვლა უკვე სამ საათზე მეტია ვეღარ ხერხდება. ჟურნალისტები აძვში რეპორტაჟის მოსამზადებლად იყვნენ ჩასულები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეში უკვე ჩართო საერთაშორისო ორგანიზაციები. ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
ბოლო ცნობებით, ჟურნალისტების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებულები არცევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე ჰყავთ გადაყვანილი.
რამდენიმე წუთის წინ "მოამბემ" სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელ მურატ ჟიოევთან.