ვინ და რატომ აცდენდა კომიტეტის სხდომებს - ბესელია სიას აქვეყნებს(VIDEO)

ვინ და რატომ აცდენდა კომიტეტის სხდომებს - ბესელია სიას აქვეყნებს(VIDEO)

ეკა ბესელია ,,ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრთა გვარებს ასახლებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ. მათ შორის მოხვდნენ ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი და სამველ პეტროსიანი.

კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომ თაქთაქიშვილის არდასწრების შესახებ წარდგენილ შეტყობინებაში მიზეზი მითითებული არ არის. რაც შეეხება ზემოთნახსენებ სხვა დეპუტატებს, კომიტეტისთვის წარდგენილ წერილში მათი არდასწრების მიზეზად ოჯახური მდგომარეობაა მითითებული, თუმცა, ეკა ბესელიას განმარტებით, ოჯახური მდგომარეობა საპატიო გარემოებად არ ითვლება.

კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს გაცდენა არასაპატიოდ ჩაუთვალა და კოლეგებს დეპუტატების არდასწრების შესახებ მომზადებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო.