გინება და ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში(VIDEO)

გინება და ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში(VIDEO)

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ინციდენტი მოხდა. რამდენიმე ქალბატონი "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებსა და ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. 
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა აქტივისტმა ამ პარტიის მოწინააღმდეგე ქალბატონს და ჟურნალისტებს წითელი სითხე შეასხა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ინციდენტი მალევე განიმუხტა.
ამ წუთებში ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის ლიდერები გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ნუგზარ წიკლაური, როლანდ ახალაია და სხვები ესწრებიან.