საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები

ყველასთვის ცნობილია პრემია „ოქროს დისკი“. მსოფლიოში პირველად „გრამჩანაწერების“ ოქროს დისკი „ბითლზებს“ მიენიჭა.

გამოთქმა „რძის მდინარეები და ყველის ნაპირები“ ძალიან ბევრ ხალხშია გავრცელებული. აღსანიშნავია რომ რუმინეთში ეს გამოთქმა ასეთი სახეცვლილებითაა დამკვიდრებული „რძის მდინარეები და ღომის ნაპირები“.

პირველი ნაბეჭდი წიგნი, გუტენბერგამდე გაცილებით ადრე, გერმანიაში გამოიცა - „ბიბლია ღარიბებისთვის“. თუმცა, მის დასაბეჭდად გამოიყენეს ფიცრები, რომლებზე ამოჭრილი იყო ბიბლიის ტექსტის მთელი გვერდები. გუტენბერგმა კი ასოების შტამპებით ბეჭდვა გამოიგონა.

საფულეებს ძველთაგანვე იყენებდნენ ევროპელები, ჩინელები, იაპონელები. შუა აზიელები კი ფულს გრძელი ქამრებით, კუშაკებით ატარებდნენ, რომლებიც დაახლოებით 3 მეტრის სიგრძის იყო.

ყველასთვის ცნობილია, რა არის „ბესტსელერი“, თუმცა ნაკლებად იციან, რას ნიშნავს ლონგსელერი - ესაა საგნები, რომლებზედაც მრავალწლიანი, მყარი მოთხოვნაა. მაგალითად, ვენის სკამები, რომლებიც 100 წლის განმავლობაში წარმატებით იყიდებოდა.

ველოსიპედისტების შეჯიბრებები მეცხრამეტე საუკუნეშიც იმართებოდა და რადგან მაშინ მოტოციკლები არ იყო, მათ ნაცვლად, მონაწილეთა კოლონას ველოსიპედის ტანდემი მიუძღოდა.

ერთ-ერთ მდიდარ რომაელ ვაჭარს უცნაური გატაცება ჰქონდა. მან მონებისგან მთელი „ბიბლიოთეკა“ შექმნა. მონებს წიგნების სახელები დაარქვა: „ოდისეა“, „ენეიდა“. მონებს ეს წიგნები ზეპირად უნდა სცოდნოდათ და ზეპირად, მხატვრულად უნდა წაეკითხათ კიდეც.