სატელეფონო საუბარი NATO-ს ოპერაციების სარდალთან

სატელეფონო საუბარი NATO-ს ოპერაციების სარდალთან

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაურს გენერალ ფილიპ ბრიდლავს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბრისას რეგიონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა კაპანაძემ ამერიკულ მხარეს დაჭრილი სამხედროების პროგრამაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. გენერლებმა ასევე ISAF-ის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის შესახებ ისაუბრეს. ფილიპ ბრიდლავმა ქართველ სამხედროებს ავღანეთში თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართელოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ამერიკელი გენერალი საქართველოში მოიწვია. ფილიპ ბრიდლავმა საქართელოში სტუმრობაზე თანხმობა განაცხადა. სატელეფონო საუბრისას გენერლები შეთანხმდნენ, რომ დაგეგმილი პირველი პირადი შეხვედრის დროს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის დეტალები განიხილება.