დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმათლებლო ცენტრში ორი მინი მხატვრული ფილმის: „კონსტანტინე მეორე“ და „ყვარყვარე ათაბაგი“ ჩვენება მოეწყო. ცენტრში ასევე ნაჩვენები იყო ორი დოკუმენტური ფილმი. ღონისძიება პროექტ „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ ეგიდით გაიმართა.
თავდაცვის სამინისტრომ კინოჩვენება საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ მომზადებული პროექტის - „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ - ფარგლებში განახორციელა. მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლში წარმოდგენიალია საქართველოს ისტორიის ყველა ეპოქა და აისახება არა მარტო ქვეყნის შიდა, არამედ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.
ჩვენებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცრებთან და კაპრალ-სერჟანტებთან ერთად, პროექტის ავტორი გურამ ქართველიშვილი და რეჟისორი შალვა შენგელია დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და პროექტ „გააგრძელე საქართველოს ისტორიის“ ავტორების გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში გადაღებული ყველა ფილმის საპრემიერო ჩვენება, სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში გაიმართება.