'მაიდანზე აქციის მონაწილეებს სააკაშვილის მიერ დაქირავებული სნაიპერი ესროდა'(VIDEO)

'მაიდანზე აქციის მონაწილეებს სააკაშვილის მიერ დაქირავებული სნაიპერი ესროდა'(VIDEO)

სნაიპერები, რომლებიც კიევის მაიდანზე ადამიანებს ესროდნენ, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაქვემდებარებული პირები იყვნენ, - ამის შესახებ ქართული არმიის გენერალმა, ბატალიონ "ავაზას" ყოფილმა სარდალმა ტრისტან წითელაშვილმა რუსული მედიისთვის მიცემულ კომენტარებში განაცხადა. მისი კომენტარი დღეს საღამოს რადენიმე რუსულმა მედიასაშაულებამ, მათ შორის ტელეკომპანია "РТР"-ის საინფორმაციო პროგრამა "Вести"-მ გაავრცელა.
წითელაშვილის თქმით, აქციებში ოთხი ქართველი სნაიპერი მონაწილეობდა, რომლებიც იქ "ნაციონალების" უშუალო მითითებით იმყოფებოდნენ. "იმ ოთხი ადამიანის ვინაობა ჩემთვის ზუსტად არის ცნობილი, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, როგორც სნაიპერები, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დასახელება არ შემიძლია. ძიების მასალები ორი კვირის შემდეგ გადაიგზავნება პროკურატურაში. გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანები იყვნენ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლები. წინა ხელისუფლება მათ სწორედ ასეთი საქმეებისთვის წვრთნიდა. მათ ჯგუფს კიევში გივი თარგამაძე და გია ბარამიძე ხელმძღვანელობდა", – აღნიშნა წითელაშვილმა.