წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ირაკლი ალასანიამ 25 წლის წინ მომხდარი მოვლენები შეაფასა: „დღევანდელი დღე არის მთელი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პატივი მივაგოთ მოქალაქეებს, ვინც 25 წლის წინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას თავი შესწირა. ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღეს ისევე ძალიან მგრძნობიარეა ის ჭრილობები, როგორც 25 წლის წინ. სამხედროებისთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის ეს მოქალაქეები არიან ის მაგალითი, ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ არასდროს არ უნდა დავწიოთ ქვემოთ“.
25 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.