მაყურებლისათვის დაფარულია არაფერია

მაყურებლისათვის დაფარულია არაფერია

”ზოროს” ფილმის შემქმნელები დიდხანს იმტვრევდნენ თავს იმაზე ფიქრით, თუ რა დაერქმიათ კინოსურათის გაგრძელებისათვის. ”ზოროზს ნიღაბი 2”, ”ზორო ნიღბის გარეშე”, ”ზორო 2”, ”ზოროს დაბრუნება” - ვარიანტი ბევრი იყო. ბოლოს Soni Pictures-ის ხელმძღვანელობამ არჩევანი ”ლეგენდა ზოროზე” შეაჩერა.

ფილმში არის კადრი, როდესაც ზოროს შვილი ვაგონიდან ცხენით გამოდის. აქ აშკარაა, რომ პატარა ბიჭის სიმაღლე და საერთო გაბარიტები გაზრდილია - რადგან სინამდვილეში ცხენს ზრდასრული კასკადიორი მიაჭენებს.

ფილმში ვინმე პედრო მირა ავრაამ ლინკოლნის როლს ასრულებს და სიუჟეტის დასასრულს, იგი კალიფორნიის გუბერნატორს გამარჯვებას ულოცავს. თუმცა, აი შეუთავსებლობა - ლინკოლნი პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ ათი წლის შემდეგ გახდა და იმ დროს იგი საერთოდ არ ჩანდა პოლიტიკურ არენაზე.

აქ ისიც გასაკვირია, როგორ ახერხებს ზორო კამუფლიაჟით არჩევნებზე გამოჩენას და როგორ იგდებს ხელთ ბლანკს ხმის მისაცემად?! ნუთუ ეს ყველაფერი შენიღბული სუპერმენებისთვისაც ნებადართულია?!

კორტესის მეუღლე რომ თოჯინას შობს ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც იგი სარდაფის გავლით გარბის, ხელოვნური ბავშვის არსებობა ზედმეტად შესამჩნევი ხდება.

ერთი სიტყვით, ფილმის შემქმნელებს ბევრი დეტალი ყურადღების მიღმა დარჩათ. არ გაითვალისწინეს, რომ მაყურებლის თვალი მკაფიოდ აღიქვამს უმნიშვნელო დეტალებსაც კი და არაფერი ეპარება.