სამივლინებო ხარჯები – კულტურის სამინისტროს  „აქილევსის ქუსლი“

სამივლინებო ხარჯები – კულტურის სამინისტროს „აქილევსის ქუსლი“

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ზოგად ადმინისტრაციულ კანონს არღვევს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ინტერნეტგამოცემა For.ge-ს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არათუ კანონით განსაზღვრულ ვადებში, არამედ, საერთოდ არ მიაწოდეს. გურამ ოდიშარიას უწყების პასუხისმგებელმა პირებმა მედიასაშუალების წერილზე რამე სახით რეაგირება  ერთი თვის განმავლობაშიც კი ვერ შეძლეს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს for.ge–მ 2014 წლის 5 მარტს შემდეგი წერილით მიმართა: “გთხოვთ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე და ამავე კანონით განსაზღვრულ ვადებში მოგვაწოდოთ შემდეგი საჯარო ინფორმაცია - 2014 წლის თებერვლის ბოლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ გერმანიაში განხორციელებული ვიზიტის დეტალები.

გთხოვთ, გვაცნობოთ, რამდენი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ვიზიტი, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხს უკავშირდებოდა. ვინ იყვნენ დელეგაციის შემადგენლობაში კულტურის სამინისტროდან და რა თანხები დაიხარჯა აღნიშნული ვიზიტის გამო - ხარჯების შესახებ მოგვაწოდეთ დეტალური ინფორმაცია“.

ელექტრონული ფორმით გაგზავნილ წერილზე სამინისტრო მეორე დღეს, 6 მარტს გამოგვეხმაურა. კულტურის სამინისტროს თანამშრომელმა, რომელიც ვინაობას და თანამდებობას  არ ასახელებდა, მიგვითითა, რომ წერილი ხელმოწერით დაგვედასტურებინა და დასკანერებული ვარიანტი ხელახლა გადაგვეგზავნა. შენიშვნა გავითვალისწინეთ და სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ხელახლა მივმართეთ. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადაც, წესით, ამ დროიდან, 6 მარტიდან უნდა ათვლილიყო და პასუხი დაუყოვნებლივ ან, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მაქსიმუმ 10 დღის ვადაში უნდა მიგვეღო.

უწყებიდან იმავე დღეს კიდევ ერთხელ მოგვწერეს – ამჯერად, წერილზე პირადი ნომრის მითითება გვთხოვეს.

საჯარო ინფორმაციის გაცემის წესსა და პროცედურებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არეგულირებს. აღნიშნული კოდექსის 78–ე მუხლში კი გარკვევით წერია, რომ:

1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაცმიმართავს  განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა დაგანმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

რადგან წერილი ხელმეორედ ამ მოთხოვნების სრული დაცვით გვქონდა გაგზავნილი, მასში პირადი ნომრის ჩამატება და მესამედ გადაგზავნა არც გვცდია. კულტურის სამინისტროს პასუხად მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლი გავუგზავნეთ, რომელიც, უწყების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს კარგად უნდა სცოდნოდა.

მას შემდეგ ერთი თვე გავიდა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეიცვალა პრესსამსახურის ხელმძღვანელი და ორ კვირაზე მეტია, შვებულებაშია მინისტრი გურამ ოდიშარია. ჩვენთვის უცნობია, რა საპატიო ან არასაპატიო მიზეზით ვერ ან არ შეასრულა ჩვენი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ინფორმაციის მიღების ვადები უხეშად დაირღვა და სამინისტროდან ჩვენს მოთხოვნაზე უარიც არ მიგვიღია.

შესაბამისად, ჩვენთვის კვლავ აქტუალური რჩება კითხვები თუ რა დაუჯდა ბიუჯეტს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებულ საკითხზე  2014 წლის თებერვლის ბოლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მივლინება გერმანიაში.

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებული ერთი მივლინება ფართო საზოგადოების განხილვის საგანირამდენიმე თვის წინ უკვე გახდა. 2013 წლის ოქტომბერში, სამდღიან ვიზიტში  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამკაციანმა დელეგაციამ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა. რაც მოგვიანებით, სამინისტროს წარმომადგენლებმა ფრანკფურტის წიგნისბაზრობის გამო სასტუმროების ფასის ზრდას დაუკავშირეს.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლის 8-11 ოქტომბერსფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოდან იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს სამი თანამდებობის პირი – მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. მინისტრის2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით ირკვევა, რომ თითოეული თანამდებობის პირისთვის სასტუმროში სამი ღამის ხარჯისდასაფარად ბიუჯეტიდან გამოიყო 5496 ლარი, ანუ 2 445 ევრო, რაც ერთ ღამეში დაახლოებით 815 ევროს შეადგენს.

ფრანკფურტში ვიზიტისას მინისტრი და მისი ორი მოადგილე იმყოფებოდა სასტუმრო „ლე მერიდიენში“, სადაც გატარებული 3 ღამესახელმწიფო ბიუჯეტს 16 488 ლარი დაუჯდა. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ ფრანკფურტისვიზიტისთვის კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირებს სასტუმროსა და გზის ჯავშანი უზრუნველყო კომპანია შპს „ეს სი თრეველმა“. როგორც კომპანიის მიერ გამზადებული ინვოისიდან ჩანს, სამინისტრომ სასტუმროს 16 488 ლარის გარდა გადაუხადასამი ავიაბილეთის საფასური, რამაც ჯამში  21 285 ლარი შეადგინა.

ყოველივე ეს 2013 წლის ოქტომბერში მოხდა, ხოლო თუ რა დაუჯდა საქართველოს მოსახლეობას გურამ ოდიშარიას მორიგი მოგზაურობა ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე, საიდუმლოებით არის მოცული. ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ რადგან კულტურის სამინისტრო მაქსინალურად მალავს ინფორმაციას 2014 წლის თებერვალში გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა 2013 წლის ოტომბრის კულტურულ ხელგაშლილობას.

მადა ხომ ჭამაში მოდის...