7 აპრილს, სასტუმრო ,,Holiday Inn"-ში "პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
სხდომაზე უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული პირების მონაწილეობა განხილვაში. ამასთან, თბილისის მერია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, თბილისის უბნების რეაბილიტაციასა და თვისობრივ განახლებას, მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის მაქსიმალურად შენარჩუნების პირობით. შესაბამისად, თბილისის მერია იმედს გამოთქვამს, რომ დაინტერესებული პირების მონაწილეობა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუწყობს.