შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეიცარიის ელჩის მოადგილე ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეიცარიის ელჩის მოადგილე ესტუმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილე ფლორიან გუბლერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რისკები და საფრთხეები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სხვა მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებს, შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრის დასასრულს, გოჩა რატიანმა შვეიცარიის ელჩის მოადგილეს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.