„ამათ ყოველდღე უნდა აყურებინო შიშველი ზელენსკის უკვდავი შესრულება პიანინოზე, აჭამო ჰალსტუხები და დააყოლებინო ნანუკას ლობიანები“

„ამათ ყოველდღე უნდა აყურებინო შიშველი ზელენსკის უკვდავი შესრულება პიანინოზე, აჭამო ჰალსტუხები და დააყოლებინო ნანუკას ლობიანები“

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში უდიდესი პრობლემა აქვს, გაერო-ს ტრიბუნას საქართველოსთან დაპირისპირებისთვის იყენებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპაში საქართველო უკვე დაკარგულია. მისივე თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება და საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული: „მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს. ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ. იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, საქართველოს მხარდაჭერად აღიქვეს რადიკალებმა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე არ ფიქრობს, რომ როდესაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი გარკვეულ მხარდაჭერას გამოხატავს, მისი განცხადება ქვეყნის საწინააღმდეგო იყოს. მისი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიული უკუსვლა ზელენსკის გარეშეც კარგად არის ცნობილი.

„ნამდვილად ვერავინ უარყოფს „ოცნების“ გარდა, რომ საქართველოში დღეს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არ არის დაცული. „ოცნების“ პირობებში, საქართველო კარგავს ევროპულ მომავალს, რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მეგობრები მტრად გამოაცხადოს, ხოლო მტერი ვინც არის, მასთან ალიანსი შეკრას.  შესაბამისად, აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ ზელენსკის გარეშეც დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არ არის მარტო „ოცნებაზე“ დამოკიდებული“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოზე საუბრობს ადამიანი, რომელმაც თავისი ქვეყნის 30% დაკარგა, ასობით ათასი საკუთარი მოქალაქე დაიღუპა, უკრაინისვე ოფიციალური სტატისტიკითვე, მოსახლეობის 40% გაქცეულია ქვეყნიდან, ფაქტობრივად, ეს მოსახლეობაც დაკარგა და დიდი ალბათობით ეს ადამიანები უკრაინაში არასოდეს დაბრუნდებიან. აი, ეს სუბიექტი უწუნებს საქართველოს დემოკრატიას. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე პოლემიკაში არ შედის უკრაინის პრეზიდენტთან, თუმცა აცხადებს, რომ საქართველო ათი თავით მაღლა დგას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით.

„არ მინდა შევიდე პოლემიკაში ზელენსკისთან, ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, მე არ მიმაჩნია საჭიროდ ამაზე რეაგირება. რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, უკრაინაში, ამ თვალსაზრისით, ტრაგიკული მდგომარეობაა, როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ნონსენსი. საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ ათი თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით.

შეიძლება უფრო დემოკრატიულ ქვეყნებთან საუბრობენ და საქართველოსთან არ საუბრობენ, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, სადაც ქვეყნდება რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება ქვეყნები, ყველგან ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, შიშველი პოლიტიკა, არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. როგორც ხედავთ, ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა, შესაბამისად, ურჩევს გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან საქართველოს გასაცემ პასუხს უკრაინელი ხალხი გასცემს.

„ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ, როგორც ხდება ეს ყველაფერი, ამის გამო არის ტრაგიკული. არ ვიცი, რის დაკარგვაზე საუბრობს. უკრაინა ომშია და ჩვენ ვერიდებით ზედმეტ კომენტარებს, ან შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის სპეცსამსახურებმა შემოგვიგზავნეს აქ სააკაშვილი იმისთვის, რომ საქართველო აერიათ; მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდა, ასაფეთქებელი ნივთიერებების გატარება თუ ჩამოტანა უნდოდათ საქართველოში; ამას გვიშვრება მისი ხელისუფლება, აქ შეიძლება აიწიოს ნახევარი ქალაქი, იმის გამო, რომ საკუთარი მიზნები აქვს; მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ქართველ ხალხს უკეთებს ბატონი ზელენსკი, ჩვენ მაინც თავს ვიკავებთ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ზელენსკი იჩენს უმადურობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც უკრაინელ ხალხს გვერდში უდგას ყველაფერში.

„მე მექნებოდა ორი რჩევა: პირველი, რომ გაითვალისწინოს აშშ-ის პრეზიდენტის რჩევა და ჩაატაროს არჩევნები, ვინაიდან ჩვენს გასაცემ პასუხს მას გასცემს უკრაინელი ხალხი. ქართველ ხალხის დაზიანებისა და მცდელობისთვის, რასაც მისი მხრიდან ვხედავთ, თავის დროზე, მას პასუხს გასცემენ არჩევნებზე. მეორე - გაითვალისწინოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რჩევა და იყოს მადლიერი. უმადურობა, მით უმეტეს, როცა ომშია ქვეყანა, არის ძალიან ცუდი.

ზელენსკი იჩენს უმადურობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც უკრაინელ ხალხს გვერდში უდგას ყველაფერში - ჰუმანიტარული დახმარებით, საერთაშორისო განცხადებებსა და ინსტრუმენტებზე მიერთებით. ეს არის დიდი უმადურობა საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის მიმართ, რასაც ზელენსკი იჩენს. მას თუ მეტი არაფერი ჰქონდა სათქმელი, ის მცირე დრო, რაც გამოყოფილია გაერო-ს ტრიბუნაზე გამოსასვლელად, გამოეყენებინა კიდევ ერთხელ და საქართველო ეხსენებინა, ესეც აჩვენებს საბოლოოდ, რამდენად მავნე მიზნები აქვს ზოგიერთს საქართველოს მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ამ, ყველა გაგებით „ლილიპუტმა“, საკუთარი ქვეყანა რომ თავზე ემხობა, საქართველოსთვის „მოიცალა“, თან გაერო-ს ტრიბუნიდან.

„ეტყობა, ვერა და ვერ მოინელა ბოღმა იმის გამო, რომ ომში ვერ შეგვითრია. როდესაც ჩვენს ერს და ქვეყანას, ასეთები ენას შეაჩვევენ, მათ გაერო-ს ტრიბუნიდანვე უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი, როგორც მინიმუმ. იმედია, ჩვენი პრეზიდენტი ამას გააკეთებს. საერთოდ, უკრაინელებმა, ვინც არ უნდა იყვნენ, პირში ვარდის წყალი გამოივლონ, როდესაც საქართველოზე საუბრობენ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგის სოსო მანჯავიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების დაბოღმილ და შეუგნებელ ნაწილს საერთოდ არ ესმის, რა შედეგებს გამოიწვევს სადაზვერვო პროპაგანდის ნარატივების აყოლა.

„მოკლედ, ამ ზელენსკოფილებს რომ ვუყურებ, განსაკუთრებით ქალებს, ძალიან მძიმე განწყობაზე ვდგები. ესენი ვინ არიან, მართლაც პირდაპირ შეჰნატრიან უკრაინას და მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც „ღრუზინებს“ უწოდებენ, დამნაშავე და დასასჯელია, რადგან ვიღაცას თუ რაღაცას უღალატა. ამათი კრეტინიზმში გაჯიუტება, მართლაც ეროვნული უსაფრთხოების მთავარი პრობლემაა. ამათ ყოველდღე უნდა აყურებინო შიშველი ზელენსკის უკვდავი შესრულება პიანინოზე, აჭამო ჰალსტუხები და დააყოლებინო ნანუკას ლობიანები.

ამის გარდა, უეცრად, ერთბაშად აღმოცენებული „პატრიოტული“ გვერდები -„მთავარი“, „ტაბულა“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ - მიზანმიმართულად აღვივებენ რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს და ეს სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების დაბოღმილ და შეუგნებელ ნაწილს საერთოდ არ ესმის, რა შედეგებს გამოიწვევს სადაზვერვო პროპაგანდის ნარატივების აყოლა. ყველაზე საშიში აქ ეს ადამიანი-თხა პროვოკატორები არიან. ისინი ქიშმიშის სანაცვლოდ, ცხვარს არწმუნებენ და ისიც მორჩილად მიჰყვება სასაკლაოზე. სამწუხაროდ, თხა-პროვოკატორების ჭარბწარმოება გვაქვს საქართველოში“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

 

 

გიული გუბაზაძე. ქალბატონი(!!!) ზელენსკი და მისი სუპერ-მეძავე “ცოლი”!
7 საათის უკან