უკრაინული კვალი სასამართლოში ბომბის შეტყობინებებზე - რა მიზანს ემსახურება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების შემოწმება

უკრაინული კვალი სასამართლოში ბომბის შეტყობინებებზე - რა მიზანს ემსახურება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების შემოწმება

24 და 25 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა, რამაც ათობით სასამართლო სხდომა შეაფერხა. დამსწრეები შენობის გარეთ გაიყვანეს, ბრალდებულები - დარბაზებიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ შეტყობინება სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შევიდა და უწყება უსაფრთხოების პროტოკოლით მოქმედებდა. საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, სასამართლო, დაახლოებით, ერთ საათში ფუნქციონირებას დაუბრუნდა, თუმცა მსგავსი შემთხვევები ადრეც დაფიქსირდა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის, ლევან ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ზარები უკრაინული ნომრიდან განხორციელდა. ნიკოლეიშვილი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი პროვოკაციები გაგრძელდება და ხელისუფლებას დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ძირითადად, ეს სცენარები შეიძლება მოდიოდეს უკრაინიდან, სადაც, მისივე ინფორმაციით, კონკრეტული პირები, მათ შორის, შსს-ს ყოფილი მინისტრი გიორგი ლორთქიფანიძე,  დესტაბილიზაციის მცდელობებს გეგმავენ. ის ხაზს უსვამს ბოლო დროს, ქვეყანაში შემოტანილი ასაფეთქებელი საშუალების ამოღების სპეცოპერაციას, რადგან „ჰექსოგენი“, სწორედ უკრაინიდან შემოიტანეს, რის გამოც, ამავე ქვეყნის  მოქალაქეები დააკავეს.

„როგორც გავარკვიე, უკრაინული ნომრიდან ზარი შევიდა სასამართლოში, რომ შენობაში ბომბია. მსგავსი პროვოკაციები SBU-ს მხრიდან კიდევ ბევრი იქნება, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ერთ-ერთი მთავარი ადგილი, საიდანაც ჩვენს წინააღმდეგ არეულობის მომწყობ პლაცდარმს გააჩაღებენ, სწორედ უკრაინა იქნება და რა ნიშანდობლივია, რომ ამ ღალატს სათავეში პასპორტით ქართველი, არსით კი უსამშობლო ლორთქიფანიძე ჩაუყენეს სათავეში“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

2025 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც 2.4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება - „ჰექსოგენი“, საქართველოში შემოჰქონდათ. მათ მიერ გამოყენებული სატვირთო ავტომობილი, უკრაინული სანომრე ნიშნებით, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოში.

დაკავებულები აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება მათ უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. SBU-ს თანამშრომლებმა გადასცეს, რათა საქართველოში ჩამოეტანათ და მათ მიერ მითითებული პირისთვის გადაეცათ. თუმცა, გამოძიების მიხედვით, „ჰექსოგენის“ საბოლოო დანიშნულების ადგილად თბილისში, ავლაბრის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლი იკვეთება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას ეხება. ამასთან, სუს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმის დადგენაზე, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რადიკალური ჯგუფების მიერ დაგეგმილ აქტივობებთან.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ ასეთი შეტყობინებები არასოდეს წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს, რაც ცხადჰყოფს, რომ საქმე ცალსახად პროვოკაციულ ხასიათზეა ორიენტირებული. მისი მიზანია სასამართლოს მუშაობის შეფერხება, საზოგადოებრივი ყურადღების გადატანა და სამართლებრივი პროცესების ჩაშლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიტერორისტული ცენტრისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან ერთად, რეაგირებს ყველა შეტყობინებაზე, უზრუნველჰყო პერსონალისა და დამსწრეების უსაფრთხოება, ხოლო სასამართლოს ფუნქციონირება დროულად აღდგა. ეს აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან ნებისმიერი სახის პროვოკაციის ეფექტურად აღსაკვეთად.

პროფესიონალები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ზარები შეიძლება იყოს შიდა, ან გარე ძალების მიერ ინსპირირებული გარკვეული მიზნით, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა პროვოკატორები გამოავლინოს, შესაძლო დესტაბილიზაციის მცდელობები შეაჩეროს და საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას.

საქართველოში მოქმედი უსაფრთხოების სისტემის სწრაფი რეაგირება და პროტოკოლების დაცვა აჩვენებს, რომ სახელმწიფო მზად არის, ეფექტურად დაიცვას სასამართლო და საზოგადოება ნებისმიერი პროვოკაციისგან. 

უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი დავით კუხალაშვილი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის შეტყობინებები, პირველ რიგში, საზოგადოების დემორალიზებას ემსახურება, ხოლო მეორე მხრივ - სამართალდამცველების გადაღლას.

„ბოლო დროს, აქტიურად ვხედავთ განცხადებებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოწოდების სახით კეთდება. ეს ყველაფერი დროში ემთხვევა, როგორც ასაფეთქებლის საქართველოში შემოტანას, ისე უცნაურ ზარებს, რომლებიც შესაძლოა, კონკრეტული გეგმის ნაწილი იყოს. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი სადაზვერვო აქტივობის ნიშნებს ატარებს. საინტერესოა, რომ ეს ხდება სწორედ იმ ქვეყნიდან, რომელიც საქართველოსთან უკვე რამდენიმე წელია მტრულ დამოკიდებულებაშია. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეს ქვეყანა მარტო არ არის და მას საკმაოდ დიდი პროტექტორები ჰყავს, ამიტომ ყველაფერი, რაც ხდება, ერთი დიდი გეგმის ნაწილია“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, აკეთებენ ამას თუ არა საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.

„ეს ყველაფერი მოდის უკრაინიდან და ფაქტია, რომ აღნიშნული პირები სწორედ ამ ქვეყნის დავალებებს ასრულებენ. სამწუხარო ისაა, რომ ისინი საქართველოში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. ახლა კი სწორედ ამ ინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ და სხვა ქვეყნის დავალებებს ახორციელებენ. სატელეფონო ზარები ბომბის შესახებ, შესაძლოა, გარკვეული ტესტიც იყოს იმისთვის, რათა დადგინდეს, რას და როგორ გააკეთებენ ჩვენი სამართალდამცველები.

მათ გააჩნდათ და აქვთ სრულიად საიდუმლო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, შეიძლება შეფასდეს, რამდენად მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა. აქ ყველაფერი არჩევნებსაც უკავშირდება - ექსპერტებისა და უცხო ქვეყნის პოლიტიკური წარმომადგენლების შეფასებებით, 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მასობრივი არეულობის მოსაწყობად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. სასამართლოს როლიც მნიშვნელოვანია, რადგან სამართალდამცველები ვერაფერს გააკეთებენ, თუ სასამართლო ვერ ფუნქციონირებს. რეალურად, საქმე საბოტაჟთან გვაქვს, სადაც სახელმწიფო ფუნქციონირებას ხელს უშლიან“, - აღნიშნავს კუხალაშვილი. 

 

 

დოი გაუშვით ყველა უკრაინელი უკან,არ უნდათ მოფერება,და მიიღონ სიძულცვილი,არ იმსახურებენ მეტს.დადიან ანტისახელისუფლებო აქციებზე,ბარიგობენ,ბოზობენ და რისთვის ინახავთ ისევ ხალხის ხარჯზე ვერ გავიგე! დეპორტაცია ყველას ამ უმადურ ერს!...მაგენი ისევ პუტიას შეუძვრებიან და იქეთ მოგვდებენ შარს!
10 საათის უკან