"ქართლის დედას კარგა ხანია აქვს ფალოსი" - თეონა კონტრიძე

"ქართლის დედას კარგა ხანია აქვს ფალოსი" - რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თეონა კონტრიძე, რომელიც გამორჩეულია ეპატაჟური იმიჯით, ქართველ კაცებზე, ქალებზე, ტრადიციებზე, ნაკლოვანებებზე და დადებით მხარეებზე "მძიმე კაცთან" საუბრობს.

37 წლის კონტრიძე 1994 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში. რუსულ შოუბიზნესში მას "სოულის თეთრ დედოფალს" უწოდებენ. მომღერალი თბილისში დროებით იმყოფება. ამჟამად, "იმედის" შოუს "ორი ვარსკვლავის" ჟიურის წევრია და ყოველთვის გამორჩეულია ხმამაღალი და კრიტიკული შეფასებებით.

რაც შეეხება კონტრიძის სატელევიზიო შოუში სტუმრობას, მომღერალი კითხვას, თუ რა განსხვავებაა ქართველ და რუს კაცებს შორის, დაუფიქრებლად პასუხობს, რომ განსხვავება სექსშია.

რაც შეეხება ქართველ ქალებს, მომღერალი ამბობს, რომ ქართველი ქალები უპერსპექტივოდ სულელები არიან, რასაც ვერ იტყვის რუსებზე... მიაჩნია, რომ რუს ქალებს "ტვინი ასკდებათ".

არ არის საჭირო, რომ საქართველოში იყო ქალი-ინტელექტუალი, კაცებს არ სჭირდებათ ასეთები, - ამბობს მომღერალი ქართველ ქალებზე საუბრისას.

კიდევ ერთ კითხვაზე, მისი აზრით, როგორ ხასიათზეა ქართლის დედა, თეონა კონტრიძე პასუხობს:

"ქართლის დედას კარგა ხანია აქვს ფალოსი... საქართველო, მე ვთვლი, რომ არის კაცის ქვეყანა და გამოება ქალსაც... საერთოდ, ქართველი გოგონებიც ტესტოსტერონიანი ვართ."