გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირი მხილებაა იმის, რომ „დიფ სთეითს“ თავისი წარმომადგენლობები ჰყავს ყველგან. „მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანა“ - ეს შეეფერება ჰელსინკის კომისიას

გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირი მხილებაა იმის, რომ „დიფ სთეითს“ თავისი წარმომადგენლობები ჰყავს ყველგან. „მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანა“ - ეს შეეფერება ჰელსინკის კომისიას

მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო“, - ასე აფასებს ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილისა და თინა ხიდაშელის სიტყვით გამოსვლას.

მისი თქმით, ეს იყო მორიგინ დადასტურება, რომ დიფ სთეითს“ ჰყავს თავისი წარმომადგენლები ყველგან.

მორიგი დასტურია, პირდაპირი მხილება არის იმის, რომ დიფ სთეითს“ თავისი წარმომადგენლობები ჰყავს ყველგან. მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანა“ - ეს შეეფერება ჰელსინკის კომისიას, როდესაც ჩადის ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოშიც კი არ არის დაბადებული და გაზრდილი და პირდაპირი აგენტურა არის და ასევე, სამწუხაროდ ხიდაშელი, რომელმაც ანტი ჩინური კამპანია დაიწყო მაშინ, როდესაც თავი მოაქვს პროამერიკელად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.