ვიქტორ ორბანი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას, შეცვლის ევროპულ სოფლის მეურნეობას და გააკოტრებს როგორც უნგრეთს, ისე მთელ ევროპას

ვიქტორ ორბანი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას, შეცვლის ევროპულ სოფლის მეურნეობას და გააკოტრებს როგორც უნგრეთს, ისე მთელ ევროპას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროპულ ბლოკში გაწევრიანებას, რაც, მისი აზრით, ევროკავშირს ომში ჩაითრევს და გააკოტრებს.

თუ ევროკავშირი უკრაინას გააწევრიანებს და საკუთარი ტერიტორიის დაცვას მოისურვებს, ყელამდე ომში ვიქნებით. უკრაინის გაწევრიანება გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას, შეცვლის ევროპულ სოფლის მეურნეობას და გააკოტრებს როგორც უნგრეთს, ისე მთელ ევროპას“, - თქვა უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ.