ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ელექტრო სიგარეტი აღმოაჩინეს

ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ელექტრო სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი" დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კუთვნილი ბარგის და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 436 ცალი არადეკლარირებული ელექტრო სიგარეტი აღმოაჩინეს.

ერთ-ერთ სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ელექტრო სიგარეტები მანქანის სალონში წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული და საბაჟო კონტროლის ფარგლებში მიმდინარე გასაუბრებისას, მან განზრახ უარყო არადეკლარირებული საქონლის არსებობა, რითაც შეეცადა საბაჟო ორგანოსგან მალულად/გვერდის ავლით გადმოეტანა საქონელი და ამით თავი აერიდებინა საბაჟო გადასახადისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით 1000 ლარი შეეფარდა, ხოლო მეორე სამართალდამღვევის მიმართ, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ი ნაწილის შესაბამისად გამოყენებული იქნა ჯარიმა ღირებულების 100% -ის 9880 ლარის ოდენობით. ამასთან, ორივე მოქალაქეს არადეკლარირებული საქონელი სრულად ჩამოერთვა.