გენერალურ პროკურატურაში გამოძიების კითხვებს ნიკა გილაურის ფონდის დირექტორმა უპასუხა

გენერალურ პროკურატურაში გამოძიების კითხვებს ნიკა გილაურის ფონდის დირექტორმა უპასუხა

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება. დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოძიების კითხვებს ნიკა გილაურის ფონდის, ფროსფერითი ჯორჯიას“ დირექტორმა ჯაბა გაბუნიამ უპასუხა.

ეს იყო ჩვეულებრივი ჰუმანიტარული აქტი, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. აბსოლუტურად, ჩვენი საქმიანობა შეესაბამება ორგანიზაციის წესებს“, - აცხადებს ჯაბა გაბუნია.

პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს აქციების მიმდინარებისას არასამთავრობოების ჩართულობასთან დაკავშირებით. პროკურორის განმარტებით, ამ ფონდიდან დაახლოებით 900 ათასი ლარის დახმარება გაიცა ჯარიმების გადახდასა და აქტივისტების წახალისებაში.

ეს არის გილაურის ფონდი, საზოგადოება ასე იცნობს ამ ფონდს. შეიქმნა სულ სხვა მიზნობრიობით და სხვა ამოცანებით. ეს, ძირითადად, იყო რეგიონების ეკონომიკური განვითარება და სხვადასხვა პროექტები, თუმცა, უკვე 2024 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით, მისმა საქმიანობამ უკვე მიიღო სხვა ხასიათი და მათ ღიად განაცხადეს, რომ იღებდნენ დონაციებს. დონაციების შემდგომი ხარჯვის მიზნობრიობა გამოიყენებოდა იმ წესდების საწინააღმდეგოდ, რომელიც ჰქონდათ თავიდან გაცხადებული. ესე იგი, ეს იყო ძირითადად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სასარგებლო ჯარიმების გადახდა და ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დაკავებული ბრალდებულების სასარგებლოდ ფინანსური წახალისება, სხვადასხვა დანიშნულებით თანხები, ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება და .. რომ შევაჯამოთ, დაახლოებით 900 ათას ლარზე მეტი აქვს ამ ფონდს დახარჯული ჯარიმების გადახდაზე და ბრალდებულებისა და პატიმრების წახალისებისთვის“, - აცხადებს პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე.