შს მინისტრი მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ესტუმრა

შს მინისტრი მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ესტუმრა

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ესტუმრა და სამმართველოს შენობა დაათვალიერა. მინისტრი თანამშრომლებს გაესაუბრა მათ სამუშაო პირობებს გაეცნო. დღესვე მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის მე-5 ქვეგანყოფილება გახსნა.